სხვა აქტივების შეფასება

1. ბუნებრივი რესურსების შეფასება:

 

ბუნებრივი რესურსები არის რესურსები, რომლებიც შედგებიან ბუნებრივი კომპონენტებისაგან, ბუნებრივი და ბუნებრივ-ანტროპოგენული ობიექტებისაგან, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნას საყოფაცხოვრებო მიზნით, ენერგიის წყაროდ, წარმოების პროდუქტად, მოხმარების საგნებად, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ღირებულება.

 

ბუნებრივი რესურსების შეფასება არის რესურსების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა ფულად გამოხატულებაში: ეკონომიური, სოციალური ან ეკოლოგიური მიზნებისათვის.

 

ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოდ:

  • ტყის რესურსების შეფასება;
  • წყლის რესურსების შეფასება;
  • საწვავის რესურსების შეფასება;
  • ჰიდროენერგეტიკული რესურსების შეფასება;
  • სოფლის მეურნეობის რესურსების შეფასება;
  • რეკრეაციული რესურსების შეფასება;
  • წიაღისეული რესურსების შეფასება.

 

2. ფასიანი ქაღალდების შეფასება:

ფასიანი ქაღალდების შეფასება ნიშნავს დადგინდეს საბაზრო ღირებულება:

  • წილობრივი ფასიანი ქაღალდებისა (ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციები);
  • ობლიგაციების და ვექსელების;
  • წარმოებული ფასიანი ქაღალდებისა (ოფციონები და ფიუჩერსები), ემიტირებული სახელმწიფო ორგანოების მიერ (ბირჟები და ბანკები), წარმოებებისა და ორგანიზაციების მიერ.

 

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე, შემდეგია:

  • ფასიანი ქაღალდების ლიკვიდურობა;
  • სავაჭრო მოედნებზე ანალოგიურ ქაღალდებზე მოთხოვნა-მიწოდების შეფარდება;
  • ანალოგიური ფასიანი ქაღალდების კოტირება;
  • მიმდინარე პერიოდის შემოსავლების ღირებულება;
  • ემიტენტის მახასიათებლები (ადგილმდებარეობა, დარგი, ფინანსური მახასიათებლები);
  • ფასიანი ქაღალდების საიმედოობა, ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი.

 

3. მემკვიდრეობით/ჩუქებით მიღებული ქონება:

მემკვიდრეობის შეფასება გადამწყვეტი ფაქტორია:

  • მემკვიდრეებს შორის უთანხმოების დროს სამკვიდროს ღირებულებაზე და განაწილებაზე;
  • სანოტარო გაფორმების დროს, მისი ღირებულების დადგენის მიზნით;
  • საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას, თუ სამკვიდროს იღებენ III, IV მე V რიგის მემკვიდრეები;
  • საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე I და II რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებისას, თუ მიღებულ უძრავ ქონებას მემკვიდრეები გაასხვისებენ სამკვიდროს მიღებიდან 2 წელზე ადრე, ხოლო ავტომანქანას 6 თვეზე ადრე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან.

1000 ლარის ზემოთ ქონების ჩუქებით მიღების შემთხვევაში, დასაბეგრი ბაზის სწორად გაანგარიშების მიზნით საჭიროა შეფასდეს მიღებული ქონების ღირებულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული უთანხმოება საგადასახადო ორგანოებთან.

 

4. ძირითადი საშუალებების გადაფასება:

ხელმძღვანელთა უმეტესობისათვის გადაფასება დამატებითი წვალებაა, ამიტომაც სიამოვნებით იტყოდნენ უარს ამ პროცედურაზე, მაგრამ ძირითადი ფონდების გადაფასება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საწარმოს სამეურნეო მოღვაწეობაზე, მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე, საგადასახადო ვალდებულებებზე და ა.შ.

 

ძირითადი საშუალებების გადაფასება საშუალებას იძლევა ქონების საბალანსო ღირებულება საბაზრო ღირებულებას გაუთანაბრდეს და საგადასახადო ვალედებულებების ოპტიმიზირება მოხდეს მოგების გადასახადისა და ქონების გადასახადის დაბალანსების გზით. წამგებიანი საწარმოთათვის ეს არის ქონების გადასახადის შემცირების გზა. მაღალრენტაბელური საწარმოთათვის კი ჩნდება შესაძლებლობა შეამციროს მოგების გადასახადები საამორტიზაციო ანარიცხების გაზრდის გზით ძირითადი საშუალებების გადაფასების შემდეგ მათი საბალანსო ღირებულების მომატების შემთხვევაში.

 

ბევრმა საწარმომ უკვე ისარგებლა მათთვის მიცემული ამ უფლებით და მოახდინა ძირითადი საშუალებების გადაფასება.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე