მიწის ნაკვეთები

“აუდიტის და შეფასების სახლი”  გთავაზობთ მიწის ნაკვეთების შეფასების ფართო სპექტრს:

 

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
  • არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
  • მიწის ნაკვეთები მათზე არსებული ნარგავების გათვალისწინებით.

 

მიწის ნაკვეთის დამოუკიდებელი შეფასება გასცემს პასუხს კითხვაზე, როგორ გამოიყენოთ თქვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საუკეთესო დანიშნულებით.

დღეს მიწა სულ უფრო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა გარიგებებისასა და პროექტების ობიექტებად, რა დროსაც საჭირო ხდება მისი შეფასება.

 

ყველაზე ხშირად მიწის ნაკვეთების შესაფასებლად მოგვმართავენ:

 

  • ყიდვა-გაყიდვისას;
  • კრედიტის უზრუნველსაყოფად;
  • საწარმოს კაპიტალში შეტანის/ამოღების დროს;
  • საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად;
  • მიწის ნაკვეთის საუკეთესო გამოყენების დასადგენად;
  • მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის, გაყოფის შემთხვევაში;
  • საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რათა დადასტურებული და არგუმენტირებული იქნას გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.

 

მიწის ნაკვეთების შეფასების თავისებურებები:

 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეფასება (ქალაქები, სოფლები და სხვა დასახლებული პუნქტები) ხორციელდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე: ყიდვა-გაყიდვის გარიგების საბაზრო მონაცემების ანალიზი; გასაყიდად განთავსებული უძრავი ქონების ობიექტების ფასებზე ინფორმაცია (ისეთი ნაკვეთების ჩათვლით რომლებიც ჯერ არ არის განაშენიანებული); ინფორმაცია საინჟინრო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის;

სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტების; გარემოს მდგომარეობის; ინფორმაცია ლანდშაფტის ისტორიული და არქიტექტურულ – ესტეტიკური ღირებულების თაობაზე; ტერიტორიის ლანდშაფტური და რეკრიაციული ღირებულება.

 

ვაკანტური მიწის ნაკვეთის შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი საუკეთესო და ეფექტური გამოყენების პრინციპით, უმაღლეს ღირებულებად შეფასება.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასის დადგენა ხორციელდება ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის პროდუქტიულობიდან გამომდინარე, ასევე სათიბების, საძოვრების, მრავალწლიანი ნარგავების პროდუქტიულობის მიხედვით, სათესი ტერიტორიების სტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო ფასის მიხედვით და იმ აუცილებელი დანახარჯებიდან გამომდინარე, რომლებიც საჭიროა ამ კულტურების მოსაყვანად.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე