მანქანა – დანადგარები

მანქანა-დანადგარებისა და სხვა მოწყობილობების საბაზრო ღირებულებები მუდმივად ცვალებადია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გამო.  გარდა ამისა, ფასებზე მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ინფლაცია-დეფლაციის პროცესებიც, რის გამოც აუცილებელი ხდება პერიოდულად ქონების გადაფასება.

 

“აუდიტის და შეფასების სახლი”  გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს სავაჭრო, სამედიცინო, საწარმოო და სხვა მანქანა-დანადგარების შეფასების სფეროში. ჩვენს შემფასებლებს აქვთ არა მარტო ფინანსურ-ეკონომიკური და სპეციალური საშემფასებლო განათლება, არამედ საჭირო საინჟინრო ცოდნაც მოცემულ დარგებში, როგორიცაა მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები და მოწყობილბა, წარმოების ტექნოლოგია და მათი ექსპლუატაციის წესები.

დანადგარების შეფასება რამოდენიმე მეთოდით ხდება, მათ შორის სპეციალიზირებული მონაცემთა ბაზის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას როგორც ფასებზე, ასევე ტექნიკური პარამეტრებზეც.

 

მოწყობილობების შეფასებისას შემფასებელმა დამკვეთისგან უნდა მიიღოს შეფასების ობიექტის  ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია ამ ქონების ექსპლოატაციაში შესვლისა და გამოყენების ინტენსივობის თაობაზე.

 

მანქანა-დანადგარების შეფასება საშემფასებლო მოღვაწეობის მრავალმხრივი სახეობაა, რომელშიც შედის ფაქტობრივად ყველა სახის მოძრავი ქონების შეფასება: ჩარხების, კომპიუტერების, ტექნოლოგიური კომპლექსების და საწარმოო ხაზების, ძალოვანი აგრეგატებისა და სხვა ობიექტებისა, რომლების მიეკუთვნებიან მოძრავ ქონებას.

მანქანა-დანადგარების პროფესიონალური შეფასება საწარმოს ძირითადი ფონდის აქტიური ნაწილის რეალური ღირებულების დადგენის მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში ერთადერთი საშუალებაა.

 

ყველაზე ხშირად მანქანა-დანადგარების შეფასებისათვის მოგვმართავენ:

  • ყიდვა-გაყიდვისას;
  • დაზღვევისათვის;
  • გადაფასების დროს;
  • კრედიტის უზრუნველსაყოფად;
  • იჯარით (ლიზინგით) გადასაცემად;
  • ორგანიზაციის ბალანსზე ასაყვანად;
  • საწარმოს კაპიტალში შეტანის/ამოღების დროს;
  • ლიკვიდაცია ან უტილიზაცია, მისი შემდგომი გამოუყენებლობის გამო;
  • საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასაბეგრი ბაზის სწორად გაანგარიშებისსთვის.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე