იჯარის შეფასება

ამა თუ იმ ბიზნესის წარმატებას სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველასათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა საიჯარო გადასახადი.

 

საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების დადგენა/შეფასება, ასევე ძალზედ აქტუალურია ყველა კომპანიისთვის, რადგან საიჯარო ქირაში იხარჯება კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დაუსაბუთებელმა გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს კომპანიის არარენტაბელურობა.

იმისათვის რომ, მეიჯარეს და მოიჯარეს შორის მიღწეულ იქნეს შეთანხმება, ჩვენ გთავაზობთ საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების დადგენას, რომელიც მყარ მტკიცებულებას წარმოადგენს:

 

  • მოიჯარესა და მეიჯარეს შორის სასამართლო დავის შემთხვევაში;
  • ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების დროს, რათა დადასტურებული და არგუმენტირებული იქნას გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.

 

ჩვენს შემფასებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ ნებისმიერ უძრავ-მოძრავი ქონების საიჯარო ღირებულება:

 

  • შენობა-ნაგებობების საიჯარო ქირა;
  • მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა;
  • ავტოტრანსპორტის საიჯარო ქირა;
  • სხვა სახის მოძრავი ქონების საიჯარო ქირა.

 

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულადი სახით, ისე ნატურით.  მხარეებს შეუძლით შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

 

საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების დადგენა/შეფასება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის, მათ მფლობელობაში არსებული ფართის იჯარით გაცემის დროს.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ქონების შეფასებაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე