ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება

“აუდიტის და შეფასების სახლი” გთავაზობთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შესახებ დასკვნის მომზადებას.

 

„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების თანახმად:

 

სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ მითითების არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

 

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს შესაბამისი ორგანიზაციის ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონელი  ან/და მომსახურება) მიწოდების შესაძლებლობას.

 

ასეთ შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

 

ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე:

 

“აუდიტის და შეფასების სახლი” უმოკლეს ვადებში გთავაზობთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაციები ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე