კითხვა-პასუხი

ქონების შეფასება აუცილებელია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას:

 

  1. ქონების შეფასება აუცილებელია პრაქტიკულად ნებისმიერი სახის ოპერაციის განხორციელებისას:
  2. ყიდვა-გაყიდვის დროს;
  3. დაზღვევისთვის;
  4. კრედიტის უზრუნველსაყოფად;
  5. სასამართლო დავების დროს;
  6. საწარმოს კაპიტალში შეტანის/ამოღების დროს;
  7. საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად;
  8. მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის, გაყოფის შემთხვევაში;
  9. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,
  10. რათა დადასტურებული და არგუმენტირებული იქნას გადასახადებით დასაბეგრი ბაზა.

შეფასების ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს შეფასებული ობიექტის ღირებულებას, შეფასების თარიღს, შემფასებლის მიერ გამოყენებულ
ძირითადი მეთოდებსა და მიდგომებს, ხარჯების გაანგარიშებას, შეფასებული ობიექტის ფოტომასალას და სხვა საჭირო ინფორმაციას

აქვს, რადგან ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი სერტიფიცირებულია და შეფასების ანგარიშის შედგენის დროს ვიცავთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ყველა ნორმას.ჩვენ მიერ დაწერილი დასკვნა უპრობლემოდ შეგიძლიათ წარადგინოთ ნებიემიერ ბანკში, სასამართლოში, საგადასახადო ორგანოში, საჯარო რეესტრში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში.

ჩვენი სპეციალისტები ქონების შეფასებით უკვე მრავალი წელი არიან დაკავებულნი და ამ სფეროში საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი ქონების შეფასებისას გავითვალისწინებთ ყველა ფაქტორს, რომელიც მოქმედებს შეფასების ობიექტის ღირებულებაზე.ჩვენთან მაღალ ხარისხთან ერთად ყველასთვის მისაღები მომსახურების ფასებიცაა. ეს ყველაფერი კი მომსახურების მინიმალური ვადების გათვალისწინებით.ამასთანავე აღსანიშნავია, რომ “აუდიტის და შეფასების სახლი”-ს ყველა შემფასებელი სერტიციფირებულია ”შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს” მიერ, რომელიც თავისმხრივ აკრედიტირებულია  სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო”-ს მიერ, საერთაშორისო სტანდარტის ISO 17024 შესაბამისად.

ჩვენი მომსახურების საფასური არაა ფიქსირებული და იგი გამომდინარეობს შეფასების სირთულეზე,  ობიექტის ტიპზე, შეფასების მიზანზე, დასკვნის გამოყენებაზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა კრიტერიუმებზე და არა შეფასების ობიექტის ღირებულებაზე. ჩვენი მომსახურების საფასურის დასადგენად შეგიძლიათ:

 

  1. დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: (+995 32) 2 05 33 00 (+995) 514 333 000;
  2. მოგვწეროთ მეილზე: info@apphouse.ge;
  3. მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. მის: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი 117
  4. ან შეავსოთ ფასის დადგენის კითხვარი, რის შემდეგაც დაგიკავშირდებათ ჩვენი ექსპერტი.

შემფასებელი გამოხატავს პროფესიონალურ, მიუკერძოებელ და არგუმენტირებულ აზრს შეფასების ობიექტის ღირებულების შესახებ და მის ანალიზს გადმოსცემს შეფასების დასკვნაში.

ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მნიშვნელოვანია შეფასების დროს. ჩვენ ვფლობთ რეესტრის ინფორმაციას ბაზარზე არსებული ყველა გაყიდული
ობიექტის შესახებ. გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა ბევრ საბროკერო კომპანიასთან, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას გაყიდული და გაქირავებული
ობიექტების შესახებ. ასევე, მუდმივად ვიძენთ უძრავი და მოძრავი ქონების ბაზარზე მომზადებულ კვლევებს. შესაბამისად, ჩვენს მიერ მომზადებული შეფასების დასკვნები
მყარად არგუმენტირებულია და ხარისხით ბევრად აღემატება სხვა კომპანიების მიერ “დადებულ” დასკვნებს.

შემფასებლის პროფესია ჯერ კიდევ ახალია საქართველოს ბაზარზე და შესაბამისად, შეფასებით ბევრი არასერტიფიცირებული არაპროფესიონალია დაკავებული. საჭირო სერტიფიკატის ასაღებად საჭიროა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება ”შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანო”-ში როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონების შეფასებაში ცალ-ცალკე. ყოველ 2 წელში ერთხელ კი ეს პროცესი მეორდება სერტიფიკატის შესანარჩუნებლად.პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით და ISO 17024 სტანდარტის მოთხოვნების სრული დაცვით. “შეფასების სახლი”-ს ყველა შემფასებელი სერტიფიცირებულია ​და ფლობენ მრავალწლიან გამოცდილებას საშემფასებლო საქმიანობაში.

ძალიან დიდი. პირველ რიგში ის, რომ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დაწერილ დასკვნას აქვს იურიდიული ძალა და ნებიემიერ სახელმწიფო ორგანოში შეგიძლიათ წარადგინოთ როგორც არგუმენტირებული მტკიცებულება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით აგენტის მიერ დაწერილ დასკვნაზე.აგენტი ეყრდნობა ზოგად საბაზრო ტენდეციებს, მაშინ როცა შემფასებელი ეყრდნობა კონკრეტული გაყიდული შედარების ობიექტების ანალიზს  და ამასთანავე ითვალისწინებს ყველა იმ ფაქტორს რაც გავლენას ახდენს ობიექტის საბაზრო ღირებულებაზე.ჩვენი სერტიფიცირებული შემფასებლები შეფასებებს ასრულებენ შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. აგენტის მიერ მომზადებულ დასკვნა კი არაა თანხვედრაში მსოფლიოში მიღებულ შეფასების სტანდარტებთან და უმრავლეს შემთხვევაში არაობიექტურია.

შეფასება შეიძლება შესრულდეს საბაზრო, სალიკვიდაციო, სადაზღვევო, დასაბეგრი ან სხვა ღირებულების დასადგენად.

საბაზრო ღირებულება არის ის ყველაზე შესაძლო ფასი, რა ფასადაც შესაძლოა გაიყიდოს ობიექტი კონკურენტულ, ღია ბაზარზე, მაშინ როცა ორივე მხარე:
გამყიდველიც და მყიდველიც მოტივირებულია, ინფორმირებული და მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. საბაზრო ღირებულება ასევე გულისხმობს გაყიდვისთვის
დათმობილ გონივრულ დროს.
საბაზრო ღირებულების ზუსტი დეფინიცია სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება შემდეგნაირად:
საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომელითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისათვის დაინტერესებულ
მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის “გაშლილი მკლავის” პრინციპით ტრანსაქციისას, მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ,
როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულად და ძალდატანების გარეშე” (IVS–1, პარაგრ. 3.1.).