ყველა ტიპის ქონების ბაზრის კვლევა

ინვენტარიზაცია წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.

 

ბუღალტერია ზუსტი მეცნიერებაა და იგი ზუსტად უნდა ასახავდეს კომპანიის სამეურნეო საქმიანობას. ამის მიუხედავად, ზოგჯერ ხდება, რომ სააღრიცხვო მონაცემები განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისგან. ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და აღმოფხვრა კი მხოლოდ ინვენტარიზაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

,,შეფასების სახლი“ გთავაზობთ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას პროფესიონალურ დონეზე, ჩვენ გვესმის  ჩვენი მომსახურების მთელი პასუხისმგებლობა და მაქსიმალური პედანტურობით ვუდგებით  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას  მაღაზიებში, საწყობებში, ბიუჯეტურ და არაბიუჯეტურ ორგანიზაციებში.

 

ინვენტარიზაცია შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:

  • საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა, რომელიც შედგება ,,შეფასების სახლის“ წარმომადგენლებისაგან და მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან, რომელიც არის კლიენტის კომპანიის წარმომადგენელი;
  • ჩვენი თანამშრომლები ძირფესვიანად შეისწავლიან  ყველა დოკუმენტს: პირველად საბუთებს, ტექნიკურ პასპორტებსა და სხვა დოკუმენტაციას, რომელსაც წარმოადგენს დამკვეთი;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგებით ვადგენთ ქონების სიას, რომელშიც განსაზღვრულია საინვენტარიზაციო ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარება;
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დროს აუცილებლობის შემთხვევაში და კლიენტთან შეთანხმებით ვახდენთ ნივთების მარკირებას;

 

ჩვენ დაგეხმარებით გამოვლენილი ქონების ფაქტიური რაოდენობის შეჯერებაში საბუღალტრო მონაცემებთან.

 

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარზაცია?

  • როდესაც გაინტერესებთ ქონების ფაქტიური რაოდენობა;
  • ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს;
  • წლიური  ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;
  • როცა გამოვლენილია ბოროტმოქმედების ან  ვანდალიზმის ფაქტები;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
  • ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში, როგორიცაა წყალდიდობა და ხანძარი.

 

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

 

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ინვენტარიზაციაში და გაგიწიოთ კონსულტაციები წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კონსულტაციები უფასოა!

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე