მიწისნაკვეთი

„აუდიტის და შეფასების სახლი“ გთავაზობთ ფინანსური და საგადასახადო აუდიტის ჩატარებას.

ფინანსური აუდიტი:

აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

ფასს (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) განკუთვნილია ნებისმიერი სავაჭრო, საწარმოო და სხვა კომერციული კომპანიების (ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით) ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის, მათი საქმიანობის სახის, დარგობრივი კუთვნილებისა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მიუხედავათ. აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე.

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად:

  • მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;
  • დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგება-ზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას.
  • მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრის და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმატიულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე.

საგადასახადო აუდიტი:

საგადასახადო აუდიტი არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა.

აუდიტი ტარდება როგორც კომპლექსურად, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:

  • საშემოსავლო გადასახადი;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი;
  • მოგების გადასახადი;
  • ქონების გადასახადი;
  • აქციზი;
  • საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;

აუდიტორული მომსახურება შესაძლებელია განხორცილდეს წლიურად, კვარტალურად ან ყოველთვიურად. პერიოდული მომსახურება საშუალებას აძლევს დამკვეთს დროულად აღმოაჩინოს სააღრიცხვო სისტემაში არსებული ხარვეზები და ეფექტურად მართოს საგადასახადო რისკები.

დასკვნა და რეკომენდაციები კონფიდენციალურია.

გსურთ თანამშრომლობა?

მზად ვართ გიპასუხოთ ნებისმიერ კითხვაზე